logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
14:34 11.12.2012
რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.  განცხადების ტექსტს „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის მიზნით.
საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „გარე განათების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომელიც 2006 წელს იყო თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე უნდა დაიკითხოს იმავე კომისიის ყოფილი წევრი, ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა დავით საყვარელიძის იურიდიულ მისამართზე, მისი მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, საგამოძიებო სამსახურში გამოცხადების უწყების ჩაბარება. ამ მისამართზე იმყოფებოდა მისი ნათესავი რომელმაც აღნიშნული უწყება არ ჩაიბარა. საგამოძიებო მოქმედებების პროცედურებიდან გამომდინარე, შედგა შესაბამისი ოქმი. ასევე მოხდა საყვარელიძის გაფრთხილება ტელეფონის საშუალებით, სატელეფონო საუბრის დროს მან მოითხოვა აღნიშნული უწყების ჩაბარება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში.

საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მიუხედავად მისი იმუნიტეტისა, კანონი უფლებას გვაძლევს,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული პირი მოწმის სახით დაიკითხოს. შესაბამისად ამისა, უწყება დღის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობა დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს – ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე რომ აღნიშნულ შპს – ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად. გამოძიების თანახმად, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან. მოწმის სახით დაკითხულები არიან თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები. მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ქონდათ ხსენებულ საკითხთან“ - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა