logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პოლიციამ ბანკზე თავდამსხმელი დააკავა
პოლიციამ ბანკზე თავდამსხმელი დააკავა
13:48 11.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, რუსთავში, კოსტავას #24 -ში მდებარე „პრივატბანკზე" განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, 1991 წელს დაბადებული ლაშა ბ. დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ბანკის თანამშრომლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაშა ბ-მ თანამზრახველთან ერთად ბანკიდან დაახლოებით 25 ათასი ლარი, 4 ათასი დოლარი, 2 ათასი ევრო და 15 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა. ნიღბიანი ბოროტმოქმედების ბანკში შეჭრა და მათი ქმედება, „პრივატბანკის" შიდა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის თანამონაწილე პირის ვინაობაც დაადგინეს. ამ ეტაპზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით აღიძრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაშა ბ-ს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა