ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჰაკერებმა საქართველოში, უკვე მეორე სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის პარალიზება მოახდინეს.   
კიბერშეტევის მსხვერპლი პირველად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გახდა, ხოლო შემდეგ ჰაკერებმა ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროს ვებ-გვერდის მუშაობის პარალიზება მოახდინეს.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი ვებ-გვერდი  დაახლოებით 2 საათის განმავლობაში  იყო გათიშული.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა უცნობი პირის მიერ სამინისტროს „ფეისბუქ- გვერდზე“ გამოქვეყნებული 7 გვერდიანი წერილი, რომელშიც გაჟღერდა მუქარა, რომ დაიბლოკებოდა სამინისტროს საიტი, ბაზა და სამინისტროს ვებ-გვერდის მუშაობა გახდებოდა შეუძლებელი. აღნიშნული წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე  კიბერ შეტევა განხორციელდა.
დაახლოებით ამავე პერიოდის განმავლობაში იყო გათიშული რამდენიმე დღის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტიც.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












