logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
12:09 11.12.2012
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მის წარმოებაში არსებული დავით ბეგიაშვილის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურისვე შუამდგომლობითვე, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ, და გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ასევე, ყადაღა მოეხსნა დავით ბეგიაშვილის ქონებას.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
დავით ბეგიაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში. კერძოდ, ქ.თბილისში, ჭავჭავაძისგამზ. N44-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში.
„სასამართლო გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაში ვერ მიუთითეს ვერცერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც დაარწმუნებდა, როგორც სახელმწიფო ბრალდებას, ისე სასამართლოს დავით ბეგიაშვილის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების ჩადენაში. მოწმეებმა მხოლოდ დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჭავჭავაძის გამზირი N44-ში მდებარე ფართი წარმოადგენდა დავით ბეგიაშვილის საკუთრებას, თუმცა რა ფორმით, რა ხერხით, ან რა პროცედურების გავლით მოხდა აღნიშნული ქონების დავით ბეგიაშვილის საკუთრებაში გადასვლა მოწმეების მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დავით ბეგიაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ - დააკმაყოფილა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა