შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა,
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით „მარიხუანის" შეძენა-შენახვისათვის 1984 წელს დაბადებული გურამ ხ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, კახეთის გზტკეცილზე, გურამ ხ.-ს „ტოიოტას" მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ, როცა სამართალდამცავებმა ისინი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ჩხრეკისას, ავტომანქანიდან პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ამოიღეს.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული „მარიხუანა" - 473, 85 გრამია. ასევე შემოწმდნენ დაკავებულები, რომელთა ორგანიზმშიც ნარკოტიკული საშუალების კვალი აღმოჩნდა.
გურამ ხ.-მ და გიორგი მ.-მ დანაშაული აღიარეს. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა წინასწარი შეთნხმებით, ჯგუფის მიერ) მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით .
გიორგი მ. ნარკოდანაშაულისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევია.

















