საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ხვალ პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, პრესკონფერენციის თემა კონკრეტულად, 2012 წლის წლის 2 დეკემბერს მომხდარი ფაქტი იქნება.
ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღამის 02:50 საათზე პოლიცია ქ.თბილისში, თრიალეთის და კალაუბნის ქუჩაზე, ძმებს გიორგი და ლაშა სოზაშვილებს თავს დაესხა, მიაყენა მათ შეურაცხყოფა შემდეგ კი, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 12 საათზე გაიმართება.

















