logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
16:38 10.12.2012
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კონფრენციის „კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნების განმტკიცება ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც დღეს პარიზში გაიხსნა.
საფრანგეთის დედაქალაქში უმაღლესი დონის შეხვედრას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მართავს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართა და საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ მოახერხა კორუფციის დამარცხება დაბალ დონეებზე, თუმცა არსებობდა ტაბუირებული თემები, რომლებზეც 1 ოქტომბრამდე არ საუბრობდნენ. თეა წულუკიანის თქმით, ეს თემებია ტენდერების, ბიზნესისა და ყოფილი ხელისუფლების ურთიერთობის გაუმჭვირვალობის საკითხები და ე.წ. ელიტური კორუფცია.
„არასდროს კეთდებოდა სათანადო აქცენტი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის აუცილებლობაზე. მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში გამორიცხულია კორუფციის საბოლოო დამარცხებაზე საუბარი. ჩვენ დღეს სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იუსტიციის სამინისტრომ პირველი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სწორედ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის მოამზადა. კორუფციასთან ბრძოლა ახალი მთავრობის პრიორიტეტად რჩება. საქართველოში არასდროს დაბრუნდება კორუფცია დაბალ დონზე, მაგრამ ახლა უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც გამორიცხავს კორუფციის დაბრუნებას მაღალ დონეებზეც, რომელიც შეწყდა ძველი ხელისუფლების წასვლისთანავე“ - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდება. მათ შორის გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეთა წრე, რომლებსაც ფინანსური დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ; დაიწყება საჯარო სამსახურის რეფორმა და სხვ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზრიის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ეკონომიკური ექსპერტები, ანტიკორუფციულ თემაზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია ერთდღიანია და ის კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა