შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აბესაძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე, 1972 წელს დაბადებული პაატა ზ, 1998 წელს დაბადებული გიორგი შ. და მარტვილის რაიონის სოფელ აბათაში მცხოვრები, 1995 წელს დაბადებული ირაკლი მ. დააკავეს.
ქურდობის ფაქტი დააფიქსირეს სათვალთვალო კამერებმაც.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
აღიარეს აგრეთვე, ადრე, თბილისის სხვადასხვა უბნებში სარდაფების გაქურდვის ფაქტები.
საქმე 177-ე (ქურდობა) მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

















