ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“,
პროექტის - „სტრატეგიული სამართალწარმოება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, აქციის მიზანი, ჯანმრთელობის უფლების შესახებ, სოციალურად დაუცველი, მარგინალური მოსახლეობისა და პატიმართა ინფორმირება და ამ პრობლემების საზოგადოებისათვის გაცნობაა.
აქციის ფარგლებში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგელებთან ერთად, მოსახლეობას თემატურ ბუკლეტებს უკანაკსნელ ხანს გათავისუფლებული დაავადებული პატიმრები და მათი ოჯახის წევრებიც დაურიგებენ.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიჩნევს,რომ ჯანმრთელობის დაცვის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დაცვა და ქვეყნის მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების შექმნა. ამასთანავე, ორგანიზაცია მოუწოდებს მუდმივმოქმედ კომისიას იმსჯელოს პატიმრობაში მყოფ იმ დაავადებულ პირთა მდგომარეობის შესაცვლელად, რომელთაც რეკომენდაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გაუწია.

















