,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ მიერ სასამართლო სისტემაში უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების,
უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გავრცელებულ ცნობებს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს მიეწოდა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატების მაგიდების ქვეშ და ნაფიც მსაჯულთა ოთახებში განხორციელებულ უკანონო მოსმენებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის უკანონო გადაწყვეტილებს შეეხებოდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩო 5 ნოემბერს გათავისუფლებული სასამართლოს მანდატურების ბედითაც დაინტერესდა და არაა გამორიცხული, რომ 13 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს აშშ-ს საელჩოს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელიც დაესწროს.

















