საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, დაკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ალოგიკურია იმ ადამიანის დაკითხვაზე დაბარება,
რომელიც სახელმწიფოებრიობას იცავდა.
„ორი დღის წინ, პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება და რუსეთის სპეც-სამსახურების ყველა აგენტი, ის ადამიანები, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პოლიტპატიმრებად აღიარა, შესაბამისად, აპირებენ ციხეებიდან მათ გათავისუფლებასაც. არალოგიკურია, რომ ის ადამიანი, რომელიც ებრძოდა მათ და იცავდა სახელმწიფოებრიობას, დაკითხვაზე დადიოდეს“ -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
დაკითხვაზე მოგვიანებით, მერაბიშვილის მოთხოვნით, მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი შევიდა.
სახელმწიფო საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის მცდელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და სახელმწიფო მინისტრი 1 დეკემბერსაც დაიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერაბიშვილმა გამოძიებასთან ფაქტიურად არ ითანამშრომლა, რის გამოც დაკითხვაზე მისი ხელმეორედ გამოძახება გახდა აუცილებელი.

















