logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაკავების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაკავების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
12:13 07.12.2012
შიდა ქართლში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაკავების შესახებ, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ, 2012 წლის 6 დეკემბრს გორის რაიონულმა პროკურატურამ დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ქურთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე ადამიანის დევნისა(156 მუხლი მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის აღმსარებლობის რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ საზოგადოებრივ, პროფესიულ რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) და ხულიგნობის (239 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი, ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 16 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ დიცში, ეგრეთ წოდებულ „ბირჟაზე "იდგნენ ამ სოფელის მკვიდრნი:- ზ. ნ. ზ. მ. და ს. მ. დაახლოებით 18:00 საათისათვის ე.წ. "ბირჟასთან" გაჩერდა ავტომანქანა „ვაზ 21099".მანქანაში ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ქურთის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი, ამავე მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ზ. ნ-ს მოსთხოვეს გაეხადა და ფეხით შემდგარიყო კოალიცია „ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურზე. უარის მიღების შემდგომ მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს ზ.ნ-ს და ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ მას. ამ უკანასკნელმა მოახერხა თავის დაღწევა და მიიმალა იქვე არსებული მაღაზიის უკან. კახნიაშვილი, მჭედლიშვილი, გოჩაშვილი და მაისურაძე ცინიკური ტონითა და ყვირილით მიმართავდნენ სოფლის მოსახლეობას , აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხოფას, რადგან მათ სამი დღით ადრე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული კოალიციის აქციაში.
ამ პირებმა შეამჩნიეს ქართული ოცნების მაისურში ჩაცმული, სტიქაროსანი ე. ა. მის დანახვაზე, დაიძახეს „აი კიდევ ერთი არაკაცი"-ო, აგინეს დედა, სცემეს და მიაყენეს სხეულის დაზიანება.
ხმაურზე სახლებიდან გამოსული მოსახლეობა შეეცადა პოლიტიკურად მოტივირებული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაწყნარებას და დაზარალებულის გამორიდებას. კახნიაშვილმა, მჭედლიშვილმა, გოჩაშვილმა და მაისურაძემ უკვე ყოველგვარი მოტივისა და მიზეზის გარეშე, ხულიგნური ქვენაგრძნობით ცემეს და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს სახლიდან გამოსულ პირებს_ზ. ვ_ს, მის ვაჟს ბ. ვ_ს, მეუღლეს ქ.მ_ს და მათ სტუმრებს ხ.ს-ს და გ. ს_ს. თავდამსხმელებმა ჩაამტვრიეს იქვე მდგომი ხ. ს_ს ავტომანქანის მინა. ნაცემმა პირებმა ისარგებლეს შექმნილი პაუზით და თავი შეაფარეს ერთერთ ბინას, ხოლო თავდამსხმელები ყვირილითა და გინებით ცდილობდნენ სახლის შესასვლელი კარის შემტვრევას. ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა 2 წლის ბავშვი. შეშინებულმა ატეხა ისტერიული ტირილი. შეიქმნა პანიკური სიტუაცია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სახლში შეკეტილი პირები დაუკავშირდნენ პოლიციას, აცნობეს მომხდარის შესახებ და ითხოვეს დახმარება. პოლიციის მისვლისას ვითარება უკვე განმუხტული იყო“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ქურთის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი დაკავებული არ არის. ის მიიმალა და მასზე ძებნა გამოცხადდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა