„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულ ყოველწლიურად ღონისძიებათა სერიას მოაწყობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.
საიას პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს, სერიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 7 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.
ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
ადამიანის უფლებათა სერია 21 დეკემბერს, „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაციით დაიხურება.

















