ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს დაკითხვაზეა დაბარებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განმეორებითი დაკითხვა, მის მიერ საქრთველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მერაბიშვილმა 1 დეკემბერს ჩვენება უკვე მისცა, თუმცა შინაგან სქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, ვანო მერაბიშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.
მისი ხელმეორედ დაკითხვაც სწორედ ამის გამო გახდა აუცილებელი.

















