logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ახმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ახმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
17:14 06.12.2012
ახმედ ჩატაევის გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ დავიდ მაიერის (ახმედ ჩატაევის) მიმართ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
დავიდ მაიერს ბრალად ედებოდა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
აღკვეთი ღონისძიების შეცვლის არგუმენტად ბრალდების მხარემ მიუთითა საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება დავიდ მაიერის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ არსებით გარემოებებს, რის საფუძველზეც, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დავიდ მაიერის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო საქმის გარემოებები, ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა და მხარეთა განმარტებები.
გარდა ამისა, ვინაიდან დავიდ მაიერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, აქვს კონტაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებულ იქნა ვალდებულება, რომლის საფუძველზეც, ბრალდებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის დატოვება“ - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა 2012 წლის 19 დეკემბერს, 15 საათზე გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა