საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეწყალების აქტის საფუძველზე, დღეს საპატიმროებს 226 პატიმარი დატოვებს.
შეწყალება სულ 251 პატიმარს შეეხო, საიდანაც 25-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა. შეწყალებულთაგან 12 ქალია.
პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს, 15 საათის შემდეგ დატოვებენ.

















