საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი  შეწყალების აქტის საფუძველზე, დღეს საპატიმროებს 226 პატიმარი დატოვებს.  
 შეწყალება სულ 251 პატიმარს შეეხო, საიდანაც 25-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა. შეწყალებულთაგან 12 ქალია.
პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს, 15 საათის შემდეგ დატოვებენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












