ქარელის რაიონის სოფელ დვანის  მცხოვრებლებმა,  შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში,  ნებაყოფლობით 12  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი   ჩააბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
 მოსახლეობის  განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2008 წლის  ომის შემდეგ  სოფელში იპოვეს.
ვინაიდან მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












