თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, საქართველოს მთავარ პროკურატურას თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაზარალებული ათი ოჯახის განცხადებით მიმართა.
„ქრისტიან-დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება მარჯანიშვილის, ცაბაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეების ქონების მითვისებას.
„ჩემი და მთავარი პროკურორის შეხვედრის დროს მე მას დავპირდი რომ მივაწვდიდი ყველა იმ ინფორმაცია, რაც „თბილისის განვითარების ფონდის“ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას გამოადგება. დღეს შემოვიტანე ათი ოჯახის განცხადება საიდანაც ირკვევა, რომ ფონდმა მუქარის გზით მიიტაცა მათი საცხოვრებელი და კომერციული ფართები. იმედი მაქვს, საგამოძიებო პროცესი თავისი შედეგით მოქალაქეებს თავიანთი ქონების დაბრუნებაში დაეხმარება“- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

















