შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების მიერ , ვალდებულებების შესრულების კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატთა ალიანსის წარმომადგენელ მაიკ ასტრუპ ჯენსენს და ლატვიის სოციალისტური ჯგუფის წევრს ბორის ცილევიჩს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ახალი ხელისუფლების პრიორიტეტები, ახალ პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრომლობის საკითხები და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შედეგები განიხილეს.
განხილულ იქნა აგრეთვე პოლიციის რეფორმის მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.

















