logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურა კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელის დაკავების შესახებ ავრცელებს განცხადებას
პროკურატურა კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელის დაკავების შესახებ ავრცელებს განცხადებას
10:31 06.12.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა, კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელის, ნუკრი აბალაკის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აბალაკს დაკავებამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

პროკურატურის განცხადების ტექსტს „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 5 დეკემბრს შიდა ქათლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დააკავა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუკრი აბალაკი სამსახურებრივი უფლებამოსილების (332 1) ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აბალაკმა, მისი, როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა ნუკრი აბალაკმა, 2007 წლის 24 მაისს („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ") კანონის დარღვევით საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, ხაშურის რაიონის სოფელ ბებნისში მდებარე 18.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა თ.ძ_ს. რითაც მას მიანიჭა უპირატესობა, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა.

მანვე, 2008 წლის 30 სექტემბერს კვლავ ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სოფ. ხელთუბანში მდებარე 7.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირად საკუთრებაში გადასცა - "სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის" ყოფილ დირექტორს ლ. გ.-ს. აღნიშნული სადგურს თავის დროზე მიწა იჯარით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსაგან, მარამ მიწის პირდაპირი წესით მიყიდვისას სადგური აღარ არსებიბდა, ლიკვიდირებული იყო.

ლიკვიდირებული მოიჯარე სახელმწიფო დაწესებულების - "სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის" ყოფილ დირექტორ ლ. გ.-ზე, პირად საკუთრებაში მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემით, აბალაკმა ლ. გ.-ს მიანიჭა უპირატესობა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში..

საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა