logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქალაქო სასამართლომ ე.წ. „საუკუნის ძარცვის“ საქმის განხილვა დაასრულა
საქალაქო სასამართლომ ე.წ. „საუკუნის ძარცვის“ საქმის განხილვა დაასრულა
14:27 05.12.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობის ფაქტზე.
საქმე ბრალდებულების ვახტანგ ფურცელაძის, ვახტანგ ირემაძის, მერაბ ლაშქარეიშვილის და ამჟამად ძებნაში მყოფი პირების გაგა ავალიანისა და ლაშა გელხვიიძის მიმართ წარმოებდა.
მათ ბრალად ედებოდათ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ორდუს საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა, ბ).ბრალდებულ ვახტანგ ფურცელაძეს ასევე ბრალად წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე )და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ((საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი).
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2012 წლის იანვარში, ბრალდებულებმა საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობის მიზნით, ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი და შეკავშირდნენ. 2012 წლის 5 მარტს, ქალაქ ორდუში, თურქეთის დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე, საქართველოს მოქალაქეებმა ვახტანგ ფურცელაძემ, ვახტანგ ირემაძემ, მერაბ ლაშქარეიშვილმა, გაგა ავალიანმა და ლაშა გელხვიიძემ წინასწარ გათხრილი გვირაბით შეაღწიეს საიუველირო მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 639005,6 თურქული ლირის (606799,7 ლარი) ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობებს, 5000 თურქული ლირას (4748 ლარი) ნაღდი ფულის სახით და 4000 თურქული ლირის (3798,4 ლარი) ღირებულების იარაღს.
აღნიშნულმა პირებმა (გიორგი ხარატიშვილის გარდა, რომელიც 2012 წლის 27 თებერვალს შემოვიდა საქართველოში) სასაზღვრო-გამშვები პუნქტ ”სარფის” გავლით, დანაშაულის ჩადენის დღესვე შეძლეს საზღვრის გადმოკვეთა და მოპარული ნივთების საქართველოში შემოტანა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული ნივთებიდან 430 გრამი ოქროს ნაკეთობების რეალიზება მალევე მოახერხეს, ვახტანგ ფურცელაძემ ე.წ ”სამეული” ერთ-ერთ ნათესავს აჩუქა, ხოლო ერთი ნაკეთობა (ბეჭედი) ახლობლის საცხოვრებელ სახლში დარჩა. მოპარული ძვირფასეულობის ნაწილს მერაბ ლაშქარეიშვილი საცხოვრებელ სახლში ინახავდა და პარალელურად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოპარული ნივთების რეალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ნ.-სთან.
გამოძიების პროცესში, ნაქურდალი ოქროს ნივთები ამოღებული იქნა მერაბ ლაშქარეიშვილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ასევე ოქრომჭედლისგან, რომელმაც აღნიშნული ნივთები შეიძინა ვახტანგ ფურცელაძისგან და საქმეზე მოწმის სტატუსის მქონე რამდენიმე პირისგან, ვახტანგ ფურცელაძის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციითვე, აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული იყო ასევე გიორგი ხარატიშვილი, მაგრამ საქმის არსებითი განხილვისას ბარლდების მხარემ უარი თქვა გიორგი ხარატიშვილის ბრალდებაზე, რის საფუძველზეც სასამართლოს განჩინებით შეწყდა აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
„სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებული იქნა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით , რაც ამოცნობილ იქნა დაზარალებულის მიერ და ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით, ასევე საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაციით და თურქეთის მხარის მიერ გადმოცემული გამოძიების მასალებით“- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, წარდგენილ ბრალდებაში, ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
ვახტანგ ფურცელაძეს, რომელსაც ასევე ნარკოდანაშაული ედებოდა ბრალად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვახტანგ ირემაძეს, მერაბ ლაშქარეიშვილს, ასევე, ძებნაში მყოფ გაგა ავალიანს და ლაშა გელხვიიძეს სასჯელის სახით 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა