„უფლებადამცველი გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე, 4 დეკემბერს  ,,თიბისი ბანკის’’ მიერ, „ელიტ-ელექტრონიქსის’’ და ანზორ ქოქოლაძესთან  დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს,
რომ განცხადებაში მისი გვარი შეურაცმყოფელ კონტექსტშია მოხსენიებული.  
„თი-ბი-სი ბანკის“ განცხადების თანახმად - ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნდა ინტერვიუები, რომლებშიც ვინმე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელიც თავს უფლებადამცველს უწოდებს, დაადანაშაულა „თიბისი ბანკი“ „ელიტ-ელექტრონიქსთან“ მიმართებაში უკანონო ქმედებებში. მან ინტერვიუებში მტკიცებით ფორმაში გააჟღერა არასწორი ინფორმაციები და ფაქტები, რითაც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“.
აღნიშნულ ციტატასტან დაკავშირებით,  ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ ბრიფინგი გამართა.
,,მსგავსი არაკორექტული და დაუსაბუთებელი განცხადება ლახავს ყოველგავრ ეთიკის ნორმებს.  ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ კვლავაც ერთგული რჩება იმ პოზიციისა რომელიც მან გამოხატა თავის ანგარიშში ,,თიბისი ბანკისა და ხელისუფლების გარიგება ,,ელიტ-ელექრინიქსთან’’ დაკავშირებით’’ და ვინაიდან თიბისი ბანკის განცხადებით   ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’  თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის პატივი და ღირსება შეილახა და   დაირღვა სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლი   ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში სარჩელს შეიტანს და „თიბისი  ბანკისგან“ საჯაროდ  ბოდიშის მოხდას მოითხოვს“ - განაცხადეს ბრიფინგზე. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












