შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის, მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის   ორი პირი დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის  ავტოსახელოსნოდან,  1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს. 
 ჩატარებული სამძებრო  ღონისძიებების შედეგად, ვაკე - საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან,  ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4   "ფარი" ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის(ქურდობა)  მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით  და მე-3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












