შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული ნივთიერების  უკანონოდ შეძენა - შენახვის ფაქტზე, 
1966 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ. და ნარკოსაშუალების განმეორებით რეალიზაციისათვის - 1972 წელს დაბადებული  ნონა ხ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ნონა ბ.  სისტემატურად ჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს".  2012 წლის 7 ნოემბერს დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამავე ბრალდებით წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში აღიძრა.
დაკავებულ თეიმურაზ ხ-ს კი პირადი ჩხრეკისას 26 ამპულა (მათგან 4 ცარიელი) „მორფინი" აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა  ექსპერტიზამ დადგინა , რომ  თეიმურაზ ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ორივე დაკავებულის მიმართ 260-ე  მუხლის 1-ლი  ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












