მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, მარნეულში მცხოვრები  გასანოვების  ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნილია და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ერთი პიროვნება დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოროტმოქმედებმა ყაჩაღობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაზარალებულის სახლიდან 60 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 5 ათასი ლარი და 2 ათასი  აშშ დოლარი გაიტაცეს.
დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობიდან, დაზარალებულმა გასანოვმა საკუთარი სამკაულები ამოიცნო.
მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები  ყაჩაღური დაჯგუფების დანარჩენი წევრების დადგენა -დაკავების მიზნით.
 გამოძიება საქართველოს ს.ს. კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულ ვალერი ნ-ს, 6-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












