logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთავარი პროკურატურა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
მთავარი პროკურატურა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
15:33 03.12.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ბადრი დვალის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 28 ნოემბერს, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავეს მრავალგზის ნასამართლევი, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი წევრი, ე.წ. „კანონიერი ქურდი“, ბადრი დვალი, ზედმეტსახელად - „ბაჩუკა“, დაბადებული 1970 წლის 20 ივლისს, ქალაქ ქუთაისში.
ბადრი დვალი, რომელიც 1991 წელს ე.წ. “ქუთაისელი ქურდების“ მიერ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“, 2000 წლიდან სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის. 2002 წელს, ქალაქ მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ ის გაასამართლა რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლით, აგრეთვე - 226 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დანიშნული სასჯელი - 12 წელი, დვალმა სრულად მოიხადა ნოვოსიბირსკის ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, საიდანც გათავისუფლდა 2012 წლის 27 ივნისს. მისი ქურდული მენტალიტეტიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბადრი დვალი ყველგან აყალიბებდა კრიმინალურ დაჯგუფებებს, კოლონიაში მან 3 წელი გაატარა იზოლირებულად.
ბადრი დვალი თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებში სარგებლის მიღების მიზნით. მან ქ. მოსკოვში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0, 02067 გრამი, რაც უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. ბადრი დვალმა დაკავებისას განმარტა, რომ იყო კანონიერი ქურდი და საქართველოში ჩამოვიდა იმისათვის, რომ „ზოგიერთებთან“ კითხვები ჰქონდა და მონაწილეობა უნდა მიეღო ქურდულ გარჩევებში“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბადრი დვალის მიმართ ძიება შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, 223-ე მუხლის მე-2 და 262 -ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა