logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სახალხო დამცველის აპარატი, სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტის შესახებ მთავარ პროკურატურას მიმართავს
სახალხო დამცველის აპარატი, სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტის შესახებ მთავარ პროკურატურას მიმართავს
11:53 03.12.2012
სახალხო დამცველის აპარატი, მთავარ პროკურატურას მიმართავს შეისწავლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტი და ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით სათანადო ღონისძიებები გაატაროს.

„2012 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ წინწყაროში და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლს, მარად ღორჯომელაძეს. ახსნა-განმარტების თანახმად, სოფლის ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც, მარად ღორჯომელაძეზე ახორციელებს ზეწოლას რელიგიური ნიშნით. კერძოდ, 2012 წლის 29 ნოემბერს მარად ღორჯომელაძეს რელიგიურ ნიადაგზე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხოფა და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა მეჩეთის მშენებლობას დაუწვავდნენ სახლს და გააძევებდნენ სოფლიდან. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მისი ოჯახის მიმართ მუქარა დღემდე გრძელდება“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიმართვაში.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2012 წლის 30 ნოემბერსაც. კერძოდ, მუსლიმურ სალოცავთან შეკრებილი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილმა, მუსლიმების მიერ რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულება გააპროტესტა. პროტესტი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ადგილზე მყოფი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩარევის შემდგომ, სიტუაცია განიმუხტა და მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური რიტუალების შესრულებაში ხელი არ შეშლია.

„ვინაიდან, მსგავსი ფაქტები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა