სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების საფუძველზე,
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 119 მსჯავრდებული დატოვებს.
ადგილობრივმა საბჭოებმა 1600-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭათ არაძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, რომელთა ქცევა ადინისტრაციის მხრიდან დადებითად შეფასდა და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩათ 6 თვემდე. ასევე, ინდივიდუალურად შეფასდა და გათვალისწინებულ იქნა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, 119 მსჯავრდებული, მათ შორის 6 მძიმე ავადმყოფი და 6 ქალი დატოვებენ საპატიმროებს.

















