სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების საფუძველზე,
სასჯელაღსრულების დაწესებულებებს  119 მსჯავრდებული დატოვებს.
ადგილობრივმა საბჭოებმა 1600-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭათ არაძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, რომელთა ქცევა ადინისტრაციის მხრიდან დადებითად  შეფასდა  და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩათ  6 თვემდე. ასევე, ინდივიდუალურად შეფასდა და გათვალისწინებულ იქნა  მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, 119 მსჯავრდებული, მათ შორის  6 მძიმე ავადმყოფი და 6 ქალი  დატოვებენ საპატიმროებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












