logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პროკურატურამ ეჭვმიტანილის სკამის ფეხით გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ეჭვმიტანილის სკამის ფეხით გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
17:52 30.11.2012
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დადამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბორჯომის შს სამმართველოს ტანამშრომლების მიმართ გამოძიება დაიწყო.
ამის სესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გამოძიება დაიწყო შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ვ.გ ს მიმართ დამამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, სადაც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა.
დღეის მდგომარეობით ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2009 წლის 1 იანვარს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო: ვ. გ. დ. მ. და გ.კ, ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა და პოლიციის სხვა მუშაკებმა გადაიყვანეს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. მიყვანის შემდეგ ხსენებული პირები გადაანაწილეს სხვადასხვა ოთახებში, ხოლო ვ. გ. აიყვანეს პოლიციის შენობის მეორე სართულზე ე.წ. უბნის ინპექტორების სამუშაო ოთახში, სადაც სცემეს. ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.
ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ. გ_ს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირეებით. ცემის პროცესში პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები,გადახარეს იგი მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით პოლიციის თანამშრომელმა ს.ს_მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამოდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ_ს. აღნიშნულის შემდეგ გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე. ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანე იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე. დილის დაახლოებით 07-08 საათზე ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში.
საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხა დაზარალებული ვ. გ.. გამოძიების პროცესში ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ს. ს-მ, რომელიც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას, მიუთითა, რომ სურდა დახმარებოდა გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს. მოწმის სახით დაიკითხულმა ს.ს-მ სრულად დაადასტურა მომხდარი.
ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება-ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ვ.გ-მ ამოიცნო მის მიმართ ძალადობის განმხორციელებელი პოლიციის თანამშრომლები. ამოცნობის შემდეგ 2012 წლის 30 ნოემბერს საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია ალექსანდრე ბლიაძე.
გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 30 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, დაკავებულია მამუკა ხვედელიანი.
მამუკა ხვედელიანი წლების მანძილზე მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი. ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ხვედელიანი იყო წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად ნაციონალური მოძრაობიდან ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა