შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო   პოლიციის    N1 სამმართველოს  (ბათუმი) ტერიტორიაზე,  N1  სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა,   
გატარებული ღონისძიებების შედეგად,   საზღვრის   უკანონოდ ,   ჯგუფურად   გადაკვეთის      ფაქტზე   ეგვიპტის ხუთი  მოქალაქე დააკავა.
აღნიშნულ  ფაქტთან  დაკავშირებით  სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში,  სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაა აღძრული.
მიმდინარეობს გამოძიება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












