logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თენგიზ გუნავას საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თენგიზ გუნავას საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
10:47 30.11.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტს სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
გამოძიებით დგინდება, რომ თენგიზ გუნავა, 2012 წლის 06 ივლისიდან 2012 წლის 22 სექტემბრამდე, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად და იყო მოხელე.
მან, 2012 წლის 11 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და მიეთვისებინა. ამ მიზნით საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი „პრემიუმი"-ს საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ.ჩოხელმა იმავე დღეს გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი „პრემიუმის" საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ.გუნავას.
მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, თენგიზ გუნავამ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით- ჩამოწერა და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთაღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
მანვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიითვისა. კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 49500 ლარი, რაც თავის მხრივ ნ.ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ.გუნავამ, აგვისტოს შუა რიცხვებში, თავის მხრივ ფულის აღება და მასზე გადაცემა დაავალა მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა მიიღო რა 49500 ლარი, მაშინვე გადასცა თ.გუნავას. ოფიციალურად აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ.გუნავამ გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ნ.ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე. თანხის მიღება გუნავას მიერ დადასტურებულია 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ.გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ესე იგი თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 182 მუხლის მეორე ნაწილის „გ" და „დ" პუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქ/პუნქტით.აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა