შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქარელის რ/ნ-ის სოფელ დვანში მცხოვრები არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან, „აკმ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი #"პიუ-2615", 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭიდი და 210 ცალი ავტომატის ვაზნა ამოიღეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - "ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა."

















