2012 წლის 30 ნოემებრს საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში, ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება გაიმართება.  
როგორც "ნიუსპრესს" ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, უშუალო ორგანიზებით სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით, სისხლის სამართალის სპეციალიზაციით და საერთო სამართლის სპეციალიზაციით ატარებს. 
ადვოკატთა ტესტირების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 16 ოქტომბერს დასრულდა, სულ შემოტანილია 637 განაცხადი.
ტესტირების შედეგად, 75 ქულის დაგროვების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
ადვოკატთა პირველი ტესტირება 2006 წლის 18-23 მაისს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის(ABA-ჩEELI) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა 3400 ადვოკატმა  მიიღო.
საქართველოს კანონის ,,ადვოკატთა შესახებ" და ადვოკატთა ასოციაციის წესდების საფუძველზე,    ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












