შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ოლეგ თ.-ის საცხოვრებელი სახლში განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 6 ჭურვი, „ერგდ 5"-ის ტიპის ორი ხელყუმბარა ამფეთქებით და „ფ-1" ტიპის ერთი ხელყუმბარა ამფეთქით - ამოიღეს .
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით - "ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა".
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

















