შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ხვიჩა ხ. და 1990 წელს დაბადებული გიგა ფ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები წინაწარ შერჩეულ ადგილას, კერძოდ  გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ცივი იარაღის მუქარით გამოსძალეს ფულადი თანხა 120 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ორივე პირი დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












