ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში „თბილისის განვითარების ფონდის „ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა.
გაბუნიას თქმით,  მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩების რეაბილიტაციით ათობით მოქალაქის საკუთრების უფლება დაირღვა  და მათ მატერიალური ზიანი მიადგათ. მისივე განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორის და ფონდის სხვა თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებზე, მათ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობის მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა. 
„ქრისტიან დემოკრატების“ ინფრმაციითვე, მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციით, თბილისის განვითარების ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს მუქარის საშუალებით, ფონდის სასარგებლოდ მათ მფლობელობაში არსებული ფართები გადააფორმებინა.
„ჩემი და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შეხვედრის დროს, რომელიც სწორედ თბილისის განვითარების ფონდის საკითხს ეხებოდა,მას  დავპირდი რომ გადავცემდი კონკრეტულ ინფორმაციას ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით ვაპირებ, რონ აღნიშნული ინფორმაცია მთავარ პროკურატურას მივაწოდო“- აცხადებს ზაზა გაბუნია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












