logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთავარი პროკურატურა ალექსანდრე თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა ალექსანდრე თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
10:39 29.11.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა, პოლკოვნიკ ალექსანდრე თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში 2012 წლის 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) პირველი ნაწილით და 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)პირველი ნაწილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში, ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების (გლდანის საპყრობილის) ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძესა და სხვა თანამშრომლებს ამხელენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

აღნიშნულ საქმესთან გაერთიანდა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის 24 სექტემბერს დაწყებული სს საქმე, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, დანაშაულის არარსებობის მიზეზით, შეწყდა. შეწყვეტილ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იყო შემდეგი: სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძეს 2011 წლის 19 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. იმავე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის 53-ე საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა სერგო თეთრაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა ექიმი. ექიმის საკანში მისვლის დროს სერგო თეთრაძე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18-ე დაწესებულებაში. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, სერგო თეთრაძე მიყვანიდან უმოკლეს დროში, გონმოუსვლელად გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სერგო თეთრაძის სიკვდილის უშუალო მიზეზია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა განვითარებული გულის იშემიური დაავადება.თეთრაძეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და ნახეთქი ჭრილობა.საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები სერგო თეთრაძემ მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე,გაურკვეველ ვითარებაში. აღნიშნულ დადგენილებაში მოცემული ფაქტები არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. 2012 წლის 14 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ.საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. დაკითხულ იქნა მრავალი მოწმე,სასჯელაღსრულების დეპარტემენტის N8 დაწესებულების ყოფილი და მოქმედი 7 თანამშრომლი. დაკითხულია N8 დაწესებულების მორიგე ექიმი, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა 53-ე საკანში, არამედ ე.წ. კარანტინის ნახევრადსარდაფულ საკანში.
მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ბრალდებული - პატიმარი სერგო თეთრაძე გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე სად-ის N8 დაწესებულების ტერიტორიიდან, დაწესებულების შინაგანაწესის ნორმების უხეში დარღვევით უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ზედმეტსახელად (ქილერას) მანქანით. მანქანაში იმყოფებოდა თავად მუხაძე.

ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეები. N8 დაწესებულების მოწმეთა
ჩვენებებით დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის
შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე პირების მიერ შემოყვენილ იქნა ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ამავე მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ პატიმარი თეთრაძე
მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იგი წელში იყო მოხრილი და სიარულიც უჭირდა.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ალექსი ტერაშვილმა უჩვენა, რომ მე-8
დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსის ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების
უსაფრთხოების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით მან და პატიმარმა
სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ ერთად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სცემდნენ
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით
განახორციელეს ძალადობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის
შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად
გარდაიცვალა.

დადგინდა აგრეთვე, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები. ხოლო საექსპერტო დასკვნა არასრული და ზედაპირულია.
ამ საქმეზე დღეს დაკავებულ იქნა დანაშაულის უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი ტერაშვილი იმყოფებიან პატიმრობაში“ - ნათქვამია მტავარი პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა