logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვისჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვისჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
10:26 29.11.2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვისჯგუფთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „თბილსერვისჯგუფი“-ს ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტებზე.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2012 წლის 27 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფისიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დოკუმენტები, ასევე, მათ კუთვნილ სასასაწყობო ფართში მიმდინარეობს მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია ისე, რომ ორგანიზაციის არცერთი ობიექტი დალუქული არ არის და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს II სამმართველოში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2009 წლის 13 ივნისს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით).
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 2006 წლის 18 დეკემბერს რეგისტრირებულია იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 67 და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურეობის გაწევა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მერიაა, დირექტორად 2010 წლის 22 ნოემბრამდე დაფიქსირებული იყო გიორგი ხუჭუა, ხოლო აღნიშნული თარიღიდან დღემდე - თორნიკე შიოლაშვილი.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“საბუღალტრო დოკუმენტაცია ამოღებულ იქნა მოსამართლის 2009 წლის 13 ივნისის ბრძანების საფუძველზე იურიდიული მისამართიდან, ხოლო გამომძიებლების მიერ 2009 წლის 15 ივნისს გამოტანილი დადგენილებების (გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ) საფუძველზე აღნიშნული ორგანიზაციის ფაქტობრივი ოფისებიდან.
2009 წლის 15 ივნისს გამომძიებლების დადგენილების საფუძველზე შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დაინიშნა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, თუმცა 2 დღეში ინვენტარიზაცია შეწყდა და შესაბამისად არ შედგენილა ინვენტარიზაციის აქტი.
ზემოაღნიშნული ამოღებული დოკუმენტაცია კი, ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა