შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის აეროპორტში ე. წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედაგად, 2012წ 28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან, ნარკოსაშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ფაქტზე, 1970 წელს ქ.ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ „კანონიერი ქურდი" ბადრი გიგლას ძე დ. დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მულხის პირველი ნაწილით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს .

















