შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოსა და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით,   
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე  დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა რომ, დავით ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად, სოფელ წინანდალში მცხოვრებ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა, რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა 2011 წლის მარტში  საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტმენტს ერთი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" და ორი "ტოიოტა კამრი" შეუძინა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












