შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომაზე,  მინისტრებს იმ ცვლილებების პროექტი წარუდგინა, 
რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გაუქმებაა დაგეგმილი.
აღნიშნული სტრუქტურები პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით შეიქმნა. 
„კუდის ბაზაზე ორი ახალი სტრუქტურა - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება. სოდი კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეერწყა და  ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი შეიქმნა. ასევე სამინისტროში ახალი, „ რეფორმებისა და განვითარების სააგენტოც“ შეიქმნა“- განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












