შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში გახშირებულ წვრილმან დანაშაულებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.      
„წვრილმანი ქურდობები შეიძლება იქნა მომატებული და ამას  გარკვეული ობიექტური მიზეზები გააჩნია. როდესაც მთვრობის გადაბარება დაიწყო, 3 კვირის განავლობაში სამინისტროში შესვლა ვერ შევძელით. ამ პერიოდში პოლიცია იყო აბსოლუტურად დემორალიზებული და არ ღებულობდა არავითარ ინსტრუქციას მოქმედი ხელმძღვანელობისგან. ამან კი ვაკუუმის შექმნა გამოიწვია. ჩვენ უკვე დავასრულეთ საკადრო ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებში და პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს, არავითარი საფუძველი არ არსებობს განაცხადოს ვინმემ, რომ საქართველოში კრიმინალური სიტუაცია უარესდება“-აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












