logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სამართლიანი არჩევნები“ მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„სამართლიანი არჩევნები“ მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
13:14 28.11.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების თაობაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

„სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კვლავ აქვს ადგილი უკანონო ფორმებით ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე.

ჩვენი ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 ნოემბერს გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

აქციამ კანონსაწინააღმდეგო ფორმა მიიღო მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, რამაც გამგეობის მუშაობის პარალიზება, ხოლო ინვენტარის ნაწილის დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, შენობის პირველ სართულზე ჩაიმსხვრა მინები, ხოლო გამგებლის სავარძელი მოქალაქეებმა გამგეობის შენობიდან გადმოაგდეს. აქციის მონაწილეების მიერ შენობის დატოვება პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ახდენენ გამგეობის შენობის შესასვლელის ბლოკირებას.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ გმობს ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით და მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ თვითმმართველობის სფეროში გასატარებელი რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მერებისა და გამგებლების არჩევითობა გაზრდის მოქალაქეთა ნდობას არჩეული თვითმმართველობის თანადებობის პირთა მიმართ და მომავალში მსგავსი კრიზისების თვიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა