არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  პარლამენტისგან  ომბუდსმენის,  კონკურენტულ პირობებში და რეგლამენტის დაცვით არჩევას ითხოვენ. 
„საქართველოს პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებული არც ერთი წარმომადგენლის მიმართ საკანონმდებლო ორგანოში საპროგრამო საკითხების გაცნობის მიზნით, ოფიციალური შეტყობინება არ გაუგზვანია, რაც არსებული ვითარებით, პარლამენტის მხრიდან მხოლოდ ერთი კანდიდატის მიმართ დადასტურებულ ნდობას ნიშნავს და კონკურენტულ გარემოში სახალხო დამცველის არჩევას გამორიცხავს“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავენ, გააკეთოს განმარტება, მიმართავს თუ არა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სახალხო დამცველის საზოგადოებრივი კანდიდატების მოსმენას. ამასთან, სახალხო დამცველის ასარჩევ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი თუ იქნება არჩევანის განსხვავებულობა. 
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველი 2012 წლის 14 დეკემბრამდე უნდა აირჩიოს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












