შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მე-3 სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებული არიან 1991 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. და 1980 წელს დაბადებული გიორგი ო. მათი დაკავება უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე განხორციელდა.
პირადი ჩხრეკისას დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" აღმოაჩნდათ. ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით " მარიხუანა" იქნა ამოღებული გიორგი ო -ს ბინის ჩხრეკისას. საერთო ჯამში, ამოღებული „მარიხუანას" ოდენობამ 904,73 გრამი შეადგინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღებას" გულისხმობს.
დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















