შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის 3 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ლაშა გ. დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 25 ნოემბერს  თბილისში, კახეთის გზატკეცილზე  მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შპს. "თბილსერვისის" კუთვნილი "გაზ - 53" მარკის ავტომანქანა გაქურდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული თავადაც შპს. "თბილსერვისის" თანამშრომელი იყო.
ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლის მესამე  ნაწილის დ-ე ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












