შინაგან  საქმეთა  სამინისტროს სამცხე  ჯავახეთის სამხარეოს  მთავარი სამმართველოს,  ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,    დაკავებულია  ხუთკაციანი ჯგუფი,
რომლებმაც    25 ნოემბერს  ბორჯომში   სწრაფი   ჩარიცხვის  აპარატები    გაქურდეს .
დაკავებისას მათ    გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის  მესამე ნაწილითაა  აღძრული,  რაც  4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის  რაიონული სამმართველო  იძიებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












