შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს, ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულია ხუთკაციანი ჯგუფი,
რომლებმაც 25 ნოემბერს ბორჯომში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაქურდეს .
დაკავებისას მათ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველო იძიებს.

















